ჰონგკონგელი მწერალი თიან იუ, შემთხვევით ხვდება განგსტერ სიანს. ისინი ერთად მიემგზავრებიან მოგზაურობაში, რათა „გაუჩინარებული ვეშაპების ყურე“ იპოვონ...ადგილი, რომელიც, ამბობენ, სამოთხისაკენ მიგიყვანს. ამ გზაზე წარმოუდგენელ სიურპრიზებს და ერთმანეთთან ღრმა კავშირს აღმოაჩენენ და ხვდებიან, რომ ამ სამყაროში ყოველთვის არის ვიღაც, ვინც გელოდება.