ჯუ გა რამი ადრე რაგბის მოთამაშე იყო და კორეული რაგბის იმედად მიიჩნეოდა. ნიჭი და დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა სკანდალმა ყველაფერი გაანადგურა. სპორტულ მედიაში ყველგან აშუქებდნენ მის ნარკოსკანდალს. ჯუ გა რამმა სპორტს თავი დაანება და მას ნარკომანის სახელი შეერქვა.