იუნ ინა,რომელმაც სკოლის მოსწავლეობისას თავისი ბიძის მოკლული სხეული იპოვა, შემთხვევის ადგილზე კი უცნაური პაზლის ნაწილი აღმოაჩინა, ერთადერთი მოწმე გახდა. თუმცა ის ვერაფრით იხსენებდა როგორ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილას, რის გამოც დეტექტივი კიმ ჰანსემის თვალში მთავარი ეჭვმიტანილი გახდა. ათი წლის შემდეგ ინა სეულის პოლიციის კრიმინალური პროფაილერია, თუმცა ბიძის მოუგვარებელი მკვლელობა ისევ არ ასვენებს. როდესაც სერიული მკვლელობები იმავე პაზლის ნაწილებით იწყება, ინა იძულებულია ჰანსემთან გაერთიანდეს რომელსაც კვლავ ეჭვი აქვს მის წარსულზე.